Sunday, September 20, 2009

ადიგენი


ადიგენი -რაიონული დასადაბო საკრებულოს ცენტრია. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან 32 კმ.ზე. ჰავა ზომიერად ნოტიოა, ზამთარი-ცივი, ზაფხული ხანგრძლივი და გრილი. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ადიგენის მიდამოებშია XIVს. ჭულის გუმბათოვანი ეკლესია სამწირველოთი და სამრეკლოთი, ზანავის ციხე. ასევე ზარზმის მონასტერი.
ზარზმის მონასტერი დაარსებულია სასულიერო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის მიერ VIII-IXს.ს-ში. კომპლექსი შედგება გუმბათოვანი ეკლესიის წმინდა ნინოს სამლოცველოს, ორი მცირე ეკლესიისა და სამრეკლოსაგან. სამრეკლოდან მდინარემდე ჩადის საიდუმლო გვირაბი. ფერიცვალების ეკლესიის ფასადები, კარები და ფანჯრები უხვადაა მორთული.
შიდა კედლებზე XVI საუკუნის ფრესკული ნახატებია შემორჩენილი. სამხრეთ კედელზე წარმოდგენილია ჯაყელების ოჯახის-ძველი სამცხის რეგიონის მაშინდელი მმართველების და იმ ეპოქის სხვა ისტორიული პირების პორტრეტები
ზარზმის მონასტერში(სავანეში), რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.


ადიგენის საჯარო სკოლაში სტუმრობის შემდეგ ვეწვიეთ ზარზმის მონასტერს. დაუვიწყარი იყო, რადგან მასპინძლობა გავიწია ადიგენის საჯარო სკოლამ, მისმა მენტორ- მაძიებელმა და მე-4 კლასსმა.